Friday, April 20, 2012

მთავარი იდეა
საკლასო ოთახის რემონტი
მოკლე აღწერა
ოთახის რემონტისთვის მასალების ხარჯების დათვლა
პროექტის სრული აღწერა
მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად: ერთი ნაწილი გამოიკვლევს რა არის საჭირო ოთახის რემონტისთვის. ჩამოწერენ  საჭირო იარაღებსა და მასალებს.
მეორე ჯგუფი გამოიკვლევს რამდენი იარაღი და რა რაოდენობის მასალაა საჭირო (ფუნჯი, საღებავი და ა.შ.). რამდენ კვადრატულს ჰყოფნის ეს მასალა.
მესამე ჯგუფი დაითვლის კედლების, იატაკისა და ჭერის ფართობებს.
მეოთხე ჯგუფი გამოითვლის რა ხარჯებია საჭირო ამ რემონტისთვის.
მნიშვნელობა / აქტუალობა
მოსწავლეები ამ პროცესით ისწვლიან კვლევა–ძიებას. გამართავენ დისკუსიებს მოძიებულ მასალებზე.
მიზნები და შედეგები
მთავარი იქნება ის, რომ მოსწავლეები ეცდებიან რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი გაიღონ ამ საქმისთვის.  ნაწილობრივ გაერკვევიან ბიზნესში. ისწავლიან სხვისი აზრების გაზიარებას და დაფასებას. გაითვალისწინებენ ერთმანეთის და სხვის რჩევებსაც.
საგანი და პროცედურები
კავშირი მათემატიკასთან და ეკონომიკასთან.
წინასწარი ცოდნა
ფართობების გამოთვლა და ხარჯების დაანგარიშება
ასაკი
13–15 წელი